გაგი (გალაქტიონ) ბუაძე

A-/A+

გაგი ბუაძე იკავებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას 2016 წლის ნოემბრიდან; ამავდროულად, ის გახლავთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც.
2013-2016 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“, სადაც ეკავა ფინანსური დირექტორის თანამდებობა. 
ბ-ნი ბუაძე პასუხისმგებელი გახლდათ პროექტების დაფინანსების საკითხებზე და ყველა ფინანსურ ტრანზაქციაზე ფონდსა და ფონდის შვილობილ კომპანიებში.
2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში, ხოლო 2010-2012 წლებში  კომპანია  ,,Deloitte & Touche, Georgia“-ში.
2009 წელს, გაგი ბუაძემ დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ფინანსური ადმინისტრირების სპეციალობით.  
დაბადების თარიღი: 22 ნოემბერი, 1986
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 2510-703
ელ. ფოსტა: g.buadze@mrdi.gov.ge