სიახლეები

შატილში სოფლის კრება ჩატარდა

მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის - შატილის, მუცოს, არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში. 

სოფლის კრებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ. 

02.02.2019
მეტი...

წყალმომარაგება სამინისტროს მთავარ გამოწვევად და უპირველეს პრიორიტეტად რჩება

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო წყალმომარაგების სფეროში, ვინაიდან პირველად დაიწყო წყლის ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია და შესწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი საჭიროებების გამოვლენის მიზნით
31.01.2019
მეტი...

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

31.01.2019
მეტი...

"გასულ წელს საგზაო ინფრასტრუქტურის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა"

2018 წელს ქვეყნის მასშტაბით განახლდა 218 კმ გზა და აშენდა 25 ახალი ხიდი, მათ შორისაა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის სარეაბილიტაციო სამუშაოები და ხობი-ლესიჭინეს მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალზე ახალი სახიდე გადასავლელის მშენებლობა

31.01.2019
მეტი...

მაია ცქიტიშვილმა და ევროკომისიის დელეგაციამ თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს

მაია ცქიტიშვილი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის ჰენრიკ ჰოლოლეის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა

30.01.2019
მეტი...

კობი და თრუსო ახალი მიზიდულობის ცენტრებად იქცევიან

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც მოიცავს მიმდებარე არეალების ათვისების და განვითარების გეგმასაც, კერძოდ სეთურების, კობის ტერიტორიის და თრუსოს დაცული ტერიტორიის

30.01.2019
მეტი...

რეგიონული განვითარების ახალი ხედვაა ყველა უწყების ძალისხმევის გაერთიანება

მაია ცქიტიშვილი მონაწილეობს პანელში: „საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“

30.01.2019
მეტი...

მაია ცქიტიშვილი-საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკური დერეფნის განვითარებისთვის

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“

29.01.2019
მეტი...

საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა იწყება

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება

24.01.2019
მეტი...

Pages