სიახლეები

რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ამ ეტაპზე  რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

29.09.2017
მეტი...

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

აღნიშნული სოფლების 30 000 მაცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს. არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია. 

28.09.2017
მეტი...

გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თანათავმჯდომარეობით გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა ჩატარდა.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა  იმ პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც კომისიის მუშაობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა  გზების, წყალმომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით. 

27.09.2017
მეტი...

სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, საქართველოს მთავრობის სახელით პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.

27.09.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძე ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს მეთიუ ფოქსს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელი დირექტორი მეთიუ ფოქსი მიიღო. შეხვედრას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ესწრებოდა. 
შეხვედრისას, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემები საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა და ის ინფრასტრუქტურული პროექტები იყო, რომლებიც ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში ხორციელდება.  

21.09.2017
მეტი...

შეხვედრა ჩინეთის სადაზღვევო კორპორაცია "Sino Sure’’-ის დელეგაციასთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია ‘’Sino Sure’’-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობდა. 
შეხვედრაზე მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკაში ჩინური კომპანიების მონაწილეობის გაზრდას. 

18.09.2017
მეტი...

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესის შემოწმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თბილისში ახალი 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა დაასრულა.

16.09.2017
მეტი...

გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. განახლებული სახლ-მუზეუმი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა  გაგი ბუაძემ, წმ. გრიგოლ ფერაძის შთამომავლობამ და პოლონური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა გახნსეს. გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები, დიპლომატები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. პოლონურმა დელეგაციამ სახლ-მუზეუმს წმ. მღვედლმოწამე გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გადასცეს.  

10.09.2017
მეტი...

Pages