სიახლეები

1582 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა

"მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში ​​შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

10.01.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილმა დამატებითი საჭიროებების უზრუნველსაყოფად დავალებები გასცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად რეგიონში იმყოფება. მინისტრმა პირველი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი მოინახულა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მინიმუმადეა დაყვანილი.

05.01.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილი: საავტომობილო გზებზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად საქართველოს რამდენიმე რეგიონში იმყოფებოდა.
მინისტრმა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემდეგ, საერთშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის - აბაშა-სენაკისა და ზესტაფონი-ქუთაისის მონაკვეთები, ასევე სამტრედია, ლანჩხუთი, გრიგოლეთის, ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის, სენაკი-ფოთი-სარფისა და ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზები მოინახულა ,

05.01.2016
მეტი...

Pages