სიახლეები

თბილისში 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს.  სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან  ერთად,  აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ოსალივანმა დაათვალიერა.  სამშენებლო ობიექტზე, ასევე,  იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და აზიის განვითარების ბანკის  მუდმივი წარმო

23.02.2016
მეტი...

შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, ვანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით ლორთქიფანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

22.02.2016
მეტი...

ახალი საპილოტე პროექტი იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა  (USAID) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად ახალ საპილოტე პროექტს იწყებს. პროექტის მიზანი სამინისტროსთვის   ანტიკორუფციული ჩარჩო დოკუმეტის  შექმნაა. აღნიშნული პროექტი პირველი პრეცედენტია საჯარო სივრცეში და  იგი  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეფექტიანი მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

12.02.2016
მეტი...

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების კუთხით ევროპელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ქალაქ თბილისის  მერი  დავით ნარმანია, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებისა და ურთიერთანამშრომლობის კუთხით, ევროპელ კოლეგებთან   ერთობლივ პროექტებზე მუშაობა გადაწყდა.  ბასკეთის მერმა კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.  მხარეებმა შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

02.02.2016
მეტი...

წყნეთი-ბეთანიის გზაზე გეოლოგიური კვლევევბი მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთითა და კოორდინაციით  წყნეთი-ბეთანიის გზის ჩაწყვეტილი ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გრუნტის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.

01.02.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილმა კახეთის საავტომობილო გზები მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, უამინდობასა და დიდთოვლობასთან დაკავშირებით, კახეთის რეგიონში იმყოფებოდა.    მინისტრმა პირადად მოინახულა კახეთის რეგიონის ცენტრალური საავტომობილო გზების ყველა ის მონაკვეთი, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდვებით მოქმედებდა (მათ შორის ვაზიანი-გომბორი-თელავის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზები). ამჟამად კახეთის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისათვის.

29.01.2016
მეტი...

შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან

საქართველოს რეგიონული განვიარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, აღმოსავლეთ-დასავლეთის  E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთისმშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა.

29.01.2016
მეტი...

შეხვედრა ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში  ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან, კარლო ნატალესთან შეხვედრა გაიმართა.

21.01.2016
მეტი...

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც  მინისტრის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი უძღვებოდა.  სხდომაზე იმსჯელეს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის  ფონდიდან თანხების გამოყოფაზე. განხილულ იქნა  მუნიციპალიტეტებისთვის თანადაფინანსების წესიც. გამოყოფილი თანხები ძირითადად გზების, წყალმომარაგებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე გადანაწილდა. ამ ეტაპზე კომისიამ მოიწონა მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი  დაახლოებით 120 მილიონი ლარის პროექტი.

15.01.2016
მეტი...

​მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება აქტიურ ფაზაშია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორთან იოსებ ოზაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მდინარე ბჟუჟის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერა.

14.01.2016
მეტი...

Pages