სიახლეები

სოფელ მარელისში 4 კმ-იანი ასფალტის გზა დაიგება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისში  4 კმ-იანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

20.05.2016
მეტი...

ფოთის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება

ფოთში  წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დასრულდა.პროექტის გახსნას  საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორისმოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციშვილი და ადგილობრივიხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მინისტრმა, დონორი ორგანიზაციის, ადგილობრივითვითმართველობებისა და გაერთიანებული წყალმომარაგებისკომპანიის  წარმომადგენლებთან ერთად, ნაბადას ტერიტორიაზე, ახლადაშენებული ობიექტი დათვალიერადა  დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

18.05.2016
მეტი...

უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ  უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს.  აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალურიგანვითარების  ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს. 

პროექტის  მიზანი საქართველოში  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა.

16.05.2016
მეტი...

შეხვედრა გაეროს კოსმოსურ საქმეთა ოფისის წარმომადგენლებთან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის წარმომადგენლების და გაეროს  კოსმოსურ საქმეთა ოფისის (UNOOSA) საინფორმაციოპლატფორმის (UN-SPIDER) ტექნიკურ მრჩეველთა მისიის შეხვედრა გაიმართა.

უცხოელი ექსპერტები დაინტერესდნენ იმით,  თუ როგორ იყენებს ქართული მხარე სივრცით ტექნოლოგიებს კრიზისების პრევენციისა და მართვის პროცესში. გაეროს კოსმოსურ საქმეთა ოფისის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება კატასტროფების რისკების შემცირებაზე გაამახვილეს. სამინისტროს წარმომადგენლებმა ამ კუთხით გაწეულ სამუშაოზე ისაუბრეს.

05.05.2016
მეტი...

კამპანია “გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო“ დაიწყო

დღეს, სასტუმრო „Tbilisi Rooms Hotel“–ში პროექტის „საგზაოუსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებისკამპანია - გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო E 60“  პრეზენტაცია გაიმართა.

25.04.2016
მეტი...

სამინისტრო და ფერმერთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შეხვდა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა სამინისტროს  მადლობა გადაუხადეს რეგონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. როგორც ფერმერებმა აღნიშნეს,  ძირითადი  პრობლემა გაუმართავი საგზაო ინფრასტრუქტურა და  წყალმომარაგების სისტემაა.

22.04.2016
მეტი...

კონფერენცია საქართველოს რეგიონული განვითარების თემაზე: საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობითრეგიონების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

21.04.2016
მეტი...

საფრანგეთის განვითარების სააგენტო რეგიონული განვითარების საკითხებში სამინისტროსთან თანამშრომლობას იწყებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,  პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან ერთად საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) წარმომადგენლებს შეხვდა.

აღნიშნული სააგენტო საფრანგეთის რესპუბლიკის საჯარო ინსტიტუტია, რომელიც რიგი  ქვეყნებისთვის,   სახელმწიფოებრივად  პრიორიტეტული პროექტების ფინანსური მხარდაჭერას უზრუნველყოფს. AFD საქმიანობას 80 ქვეყანაში ახორციელებს.

19.04.2016
მეტი...

ნოდარ ჯავახიშვილი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მოადგილეებთან ილია დარჩიაშვილთან და თენგიზ შერგელაშვილთან ერთად  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და EBRD-ის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-ის ახალ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის გამოწვევებსა და პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. 

15.04.2016
მეტი...

სოფელ ბაკურციხეს განახლებული კულტურის ცენტრი ექნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ ბაკურციხეში კულტურის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

13.04.2016
მეტი...

Pages