სიახლეები

ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) და„ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომ“ სასტუმრო ქორთიარდმერიოტში 2016 წელს  საქართველოში ინფორმაციის თავისუფლებისმდგომარეობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს. ღონისძიებაზე ყველაზე ღია და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებებიდასახელდა. საქართველოს რეგიონული განვითარების დაინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2016 წელს საჯარო ინფორმაციისხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სპეციალური ჯილდოგადაეცა და ერთ-ერთ ღია საჯარო დაწესებულებად დასახელდა.

28.09.2016
მეტი...

ლაგოდეხსა და ოზურგეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21 სექტემბრის  სტიქიამ  საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა.  ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს:  აფენს, ჭაბუკიანსა და გვიმრიანს მიაყენა ზიანი, სადაც  60 -მდე საცხოვრებელ  სახლს ნაწილობრივ გადახადა სახურავი.  ქარმა წააქცია ხეები. დაზიანებულიაელექტროგადამცემი ხაზები. 

სტიქიის შედეგად, განსაკუთრებულად დაზარალდა ოზურგეთისმუნიციპალიტეტიც. ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმისშედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე, 70-მდე  საცხოვრებელ სახლს და 7 კორპუსს დაუზიანა სახურავი, რის შედეგადაც დაიტბორა საცხოვრებელი ფართები.

22.09.2016
მეტი...

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად დაათვალიერა.

05.09.2016
მეტი...

ფონიჭალა –გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისომნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილოგზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული გზა ქვემოქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესიმანძილით აკავშირებს.

26.08.2016
მეტი...

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის   გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია.  ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ,  როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 EURO. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე.

24.08.2016
მეტი...

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება

საქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო. გზის საფუძვლის ინოვაციური  მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს. ექსპრიმენტული მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს.

22.08.2016
მეტი...

დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ. 

11.08.2016
მეტი...

ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ნოდარჯავახიშვილი   სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით  ბორჯომში იმყოფებოდა. 

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტებიდაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზედააზიანა  ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმაქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასიაბონენტი.

05.08.2016
მეტი...

დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემისმშენებლობის პირველ ფაზას იწყებს. 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისდირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს.  

03.08.2016
მეტი...

Pages