სიახლეები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლები რაიონულ ცენტრს რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის მლაშე–მოხე–დერცელის საავტომობილო გზის 11.3კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა. რეაბილიტირებული გზა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან გიორგი სეთურიძესთან ერთად დაათვალიერა.

05.09.2016
მეტი...

ფონიჭალა –გუგუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, საერთაშორისომნიშვნელობის ფონიჭალა – მარნეული - გუგუთის საავტომობილოგზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნული გზა ქვემოქართლის რეგიონსა და სომხეთის რესპუბლიკას თბილისთან უმოკლესიმანძილით აკავშირებს.

26.08.2016
მეტი...

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის მიზნით საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის   გზის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადებულია.  ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ,  როგორც უცხოურ ასევე ქართულ კომპანიას. სამუშაოების განხორციელების პერიოდი 14 თვეა. სავარაუდო ღირებულებაა 3,746,942 EURO. ტენდერის გახსნის თარიღია 2016 წლის 3 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია ტენდერის შესახებ  შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე.

24.08.2016
მეტი...

საქართველოში გზის მოწყობის ინოვაციური მეთოდი დაინერგება

საქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო. გზის საფუძვლის ინოვაციური  მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს. ექსპრიმენტული მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს.

22.08.2016
მეტი...

დიდგორის კომპლექსის რეაბილიტაცია იწყება

დღეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორში იმყოფებოდნენ. 

11.08.2016
მეტი...

ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აღდგენილია

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ნოდარჯავახიშვილი   სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კონტროლის და კოორდინაციის მიზნით  ბორჯომში იმყოფებოდა. 

4 აგვისტოს მოსული ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, ქალაქბორჯომში, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტებიდაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე გზაზედააზიანა  ასფალტის საფარი და შეაფერხა გადაადგილება. ძლიერმაქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასიაბონენტი.

05.08.2016
მეტი...

დაბა გუდაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაბა გუდაურის წყალმომარაგების სისტემისმშენებლობის პირველ ფაზას იწყებს. 

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისდირექტორმა გიორგი კობერიძემ მოინახულეს.  

03.08.2016
მეტი...

უნგრეთი საქართველოს წყალმომარაგების პროექტებით დაინტერესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარჯავახიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პეტერ სიიარტოს და  უნგრეთის ელჩს საქართველოში შანდორ საბოს  შეხვდა.

28.07.2016
მეტი...

აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში იმყოფება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ეკა სეფაშვილი, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის ანტიკორუფციული ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

ანტიკორუფციული ოფისის მისია საქართველოში 25 ივლისიდან 19 აგვისტომდე დარჩება და აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების შესყიდვებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას და თანხების გადარიცხვის საკითხებს შეისწავლის. ასევე, ინსპექტირება  ჩაუტარდება  მიმდინარე სამუშაოებსაც. 

26.07.2016
მეტი...

მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტე პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა. მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე  და მისი რეკომენდაციით ხორციელდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სანაპირო ზოლის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროს დაბინძურების საწინააღმდეგოდ  ტარდება.

25.07.2016
მეტი...

Pages