სიახლეები

კორცხელის დედათა მონასტერს პირვანდელი სახე დაუბრუნდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კორცხელის ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია და მასთან არსებული დედათა მონასტერი  მოინახულა.

კორცხელის დედათა მონასტრის შენობა  მიმდინარე წლის 17 მაისს გაჩენილმა ხანძარმა დააზიანა. ხანძრის შედეგად დაიწვა შენობის მესამე სართული. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად მუშაობს მონასტრის აღდგენისა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნების გეგმაზე.

14.11.2016
მეტი...

მუნიციპალიტეტები საჭირო სასწავლო პროგრამებს თავად შეარჩევენ

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებისათვის  უწყვეტი სწავლების სისტემის პრეზენტაცია გაიმართა.

09.11.2016
მეტი...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად  ადგილობრივითვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

05.11.2016
მეტი...

ადიგენის მოსახლეობას უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებს

დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ გზებზე გამახვილდა, რომლებიც იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.
31.10.2016
მეტი...

თელავში განახლებული ბატონის ციხე გაიხსნა

ერეკლე მეორის სასახლის რესტავრაცია დასრულებულია. განახლებული ბატონის ციხე საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა.

28.10.2016
მეტი...

ძველ და ახალ შუამთაში ტურისტული ინფრასტუქტურა გაუმჯობესდება

პროექტს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ახორციელებს.  

27.10.2016
მეტი...

Pages