სიახლეები

ზურაბ ალავიძემ ჭიათურა-სკინდორის 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა

რეგიონების მასშტაბით შიდა გზების რეაბილიტაცია გრძელდება.  ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული გზების აღდგენა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.  
ამჯერად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ჭიათურა-სკინდორის დამაკავშირებელი  6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათვალიერა. 
აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. კეთდება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის გზა და გრუნტის სანიაღვრეები. 

25.10.2017
მეტი...

ხერთვისის ციხესიმაგრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

მომავალი წლიდან  ხერთვისის ციხესიმაგრის დამთვალიერებლებს კომპლექსის მიმდებარედ ახალი ტურისტული  ინფრასტრუქტურა დახვდებათ. 

უკვე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ადგილზე შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. მინისტრი პროექტების მიმდინარეობის პროცესს რეგიონებში სისტემატურად განაგრძობს. 

24.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძემ საჩხერეში ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა გახსნა

საჩხერელებს დღეიდან ახალი სამუსიკო-სამხატვრო სკოლა და საბავშვო ბიბლიოთეკა  მოემსახურება. სკოლა 300-მდე აღსაზრდელს მიიღებს, სადაც იფუნქციონირებს ცეკვისა და ფოლკლორის ანსამბლები და სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი.

ახალი სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად გახსნა.

აღსაზრდელებმა სკოლის გახსნა საზეიმოდ აღნიშნეს. შესრულდა სხვადასხვა მუსიკალური  ნომერი, პარალელურად მოეწყო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. 

23.10.2017
მეტი...

ქარელში, ბრეძა - ჭვრინისის დამაკავშირებელი ახალი გზა კეთდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს და გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ზურაბ ალავიძემ ამჯერად ქარელში, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

20.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძე: ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ

,,დღევანდელი დღე კიდევ ერთ, ძლიერ იმპულსს მისცემს რეგიონში ბიზნესის განვითარებას, ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებასა და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას.  სწორედ ამ მიზნების მისაღწევად რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

19.10.2017
მეტი...

გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა. მინისტრმა ამჯერად,  გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.

18.10.2017
მეტი...

ახალი მეტროსადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ გაიხსნა

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას,  თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მეტროსადგურის გახსნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მათ შორის ინჟინერ-მშენებლებს, ვინც პროექტის წარმატებით დასრულებაში წვლილი შეიტანა. 
16.10.2017
მეტი...

ქალაქ ვალეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი ექნება

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეში  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ქალაქში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომელიც წლების მანძილზე ამორტიზებულ შენობაში იყო განთავსებული, რის შედეგად  ვერ ხერხდებოდა სრულფასოვანი სასწავლო პროცესის ჩატარება. 
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გაეცნო. 

15.10.2017
მეტი...

ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური ემსახურება

ბორჯომ-ბაკურიანს ნარჩენების გადამტვირთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი სადგური ემსახურება. 
ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთა გიორგი შუხოშვილთან ერთად პირადად დაათვალიერა. 

12.10.2017
მეტი...

ზურაბ ალავიძე:ანაკლიის პორტი მოგვცემს საშუალებას მთლიანი სატრანზიტო პოტენციალი გამოვიყენოთ

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების იურიდიული ნაწილი დასრულებულია და მშენებლობის ეტაპი წლის ბოლოს დაიწყება.  ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მინისტრის თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.

11.10.2017
მეტი...

Pages