„პროცესი საჯარო სივრციდან უნდა დაუბრუნდეს სამუშაო რეჟიმს“

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილა გადაცემა „ფორბსის კვირაში“ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა კვლავ დაადასტურა მისი სურვილი პროცესი წარიმართოს ისევ მხოლოდ სამუსაო ფორმატში. 

„მე კიდევ ერთხელ ვსარგებლობ ამ შემთხვევით, მათ შორის, ეს მიწოდება მე გავაკეთე პარლამენტის ტრიბუდინადანაც, რომ პროცესი სასურველია დაუბრუნდეს იმ სამუშაო რეჟიმს რა რეჟიმშიც ეს უნდა წარმოებდეს. ამასთან ერთად, უნდა გითხრათ ისიც, რომ მთლიანად ამ საკითხის და პროცესის საინტერესო მხარე ის არის, რომ საჯარო სივრცეში არსებული განხილვების პარალელურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი,“ - მაია ცქიტიშვილის თქმით, საჯარო სივრცეში პროცესი გადაიტანა კონსორციუმმა. „შეგახსენებთ რომ ბატონი მამუკა ხაზარაძე იდგა პირველი პარლამენტის ტრიბუნასთან“. ვიცე-პრემიერის თქმით, იგი პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც  ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მოსასმენად ერთი კომიტეტისგან ოფიციალური მოწვევა მიიღო, ხოლო ბევრი დეპუტატის და კომიტეტის წარმომადგენლის ასეთივე სურვილი საჯაროდ გაცხადდა. მხოლოდ ამიტომ გადაწყვიტა პლენალურ სხდომაზე მისვლა.  

მაია ცქიტიშვილის თვლის, რომ არასწორია მცდელობა ერთმანეთს დაუკავშირონ ანაკლიის პროექტი უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს. ამ თემების გაერთიანების მცდელობა და ინტერესი თავად მამუკა ხაზარაძის მხრიდანაც არსებობს, რაც დღევანდელი ინტერვიუთიც დადასტურდა. ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ ცდილობს განაცალკეოს ანაკლიის პროექტი ამ თემისგან და გადაიყვანოს ის სამუშაო რეჟმში.  „მცდელობა არის იმისა, რომ წარმოვაჩინოთ რომ მამუკა ხაზარაზე ტოლია  ანაკლიის პროექტის, რაც ასევე არ არის სწორი. მთელი პათოსი მისი და კონსორციუმის მხრიდან მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში ტრიბუნაზე დგომა, ეს არის უამრავი საჯარო ღონისძიება, ეს არის უამრავი მედია კამპანია, რომელიც ამ მიმარეთულებით ვითარდება და რომლის ინიციატორიც, სამწუხაროდ, კონსორციუმი იყო და როდესაც საჯარო სივრცეში გაჟღერებული სხვადასხვა ინფორმაციაზე პასუხად მთავრობის მხრიდან ობიექტური რეალობა და სიმართლე ისმის, სამწუხაროდ, შემდეგ ეს, მათ შორის, ჩემგან წარმოჩენილია პროექტის დისკრედიტირების მცდელობად. არ დაგიმალავთ და ბევრი ვიფიქრე მოვსულიყავი თუ არა თქვენთან ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება თქვენგან ბევრად ადრე მქონდა, ვიდრე პარლამენტში აღმოვჩნდებოდი,  სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ არ ვარ მომხრე და პარლამენტშიც ვთქვი კიდევაც, რომ ეს არ არის საუკეთესო ფორმატი, როდესაც ჩვენ საჯარო სივრცეში ველაპარაკებით ერთმანეთს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ეს ბატონმა მამუკამაც კარგად იცის და ეს პროცესი  - ბანკებთან 8 პუნქტიან გეგმაზე მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში, როდესაც არც პროკურატურის კითხვა გაჟღერებულა, არც ბრიფინგი ყოფილა და არც პარლამენტში მოსმენა ყოფილა, არც ბატონი მამუკასი და არც ჩემი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მთელი ის გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს, მათ შორის მისი და ჩემი გუნდი, რომელიც ჩვენთან ანაკლიის განვითარების სააგენტოში არის წარმოდგენილი, მაგრამ ყველა დანარჩენი უწყებების ჩართლობით, ეს გუნდი ზის ერთად და ერთმანეთთან ძალიან ინტენსიურად მუშაობს, მეილებსაც ცვლის და სატელეფონო ზარებსაც.  ამ პროცესში არც ბატონ მამუკას ჰქონია შეფერხება, არც შეხვედრის მოთხოვნა ყოფილა.“ მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძის წერილი შეხვედრის თხოვნის შესახებ მას არ მიუღია და შესაბამისად, არც უარი უთქვამს შეხვედრაზე. „კომუნიკაციის ნაკლებობა კონსორციუმთან სამუშაო დონეზე არ არის და თუ მამუკა ხაზარაძეს თავად აქვს კომუნიკაციის ნაკლებობა, ალბათ მას უნდა გადაედგა ამისათვის ნაბიჯი, რაც არ ყოფილა,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. 
 

24.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია