​ზუგდიდის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ქალაქ ზუგდიდშიწყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემის  სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.   

ზუგდიდში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა დღემდე არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივმოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და ზუგდიდის მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.  

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარებისმშენებლობა. ასევე, მოეწყობა წყალმომარაგების  მაგისტრალური მილსადენი. 

წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტი,რომლის ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია 2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 

31.10.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია