ხაშურისა და სურამის მოსახლეობას უგზოობის პრობლემა აღარ შეაწუხებთ

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდოდან დაფინანსებული საგზაო  პროექტები დაათვალიერა.
2013-2016 წლებში  ხაშური მუნიციპალიტეტში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  4 244 027 ლარის ღირებუოლების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა. აღნიშნული თანხა ქალაქ ხაშურისა და დაბა  სურამის შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობებსებას მოხმარდა, 
დასაფინანსებელი პროეტქების შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ქუჩებზე გამახვილდა, რომლებზეც მოასფალტებული გზა არასდროს ყოფილა, ან იმდენად იყო დაზიანებული, რომ მასზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.  
დღეისათვის, განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  ხაშურისა და დაბა სურამის 35 000-მდე მაცხოვრებელს როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. 
 

21.11.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია