ჭიათურელი პატარები განახლებულ საბავშვო ბაღებში ივლიან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჭიათურაში  ახლად გახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.   

2015-2016 წლებში ქალაქ ჭიათურაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა  5  ბაგა-ბაღს.  პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ხუთივე საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. ჭიათურის ბაგა-ბაღების  რეაბილიტაციაზე ჯამში 869 114 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში  ჭიათურაში მცხოვრები  1640-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2009 წელს მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 900 ბავშვი დადიოდა. 

28.10.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია