წყნეთი-ბეთანიის გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება

A-/A+

2015 წლის 13 ივნისის სტიქიიდან 1 წლისთავზე,  წყნეთი-ბეთანიის  გზისდაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიურიკვლევა, რომელიც  საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით მიმდინარეობდა, დასრულებულია. სტიქიის მიერ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის პროექტებზე მუშაობა დაწყებულია.    კვლევისპროცესში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მხარდაჭერით, აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამერიკელი ექსპერტები.მათ გეოლოგიური სამუშაოები, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, უახლესი ტექნოლოგიით განახორციელეს.

აღნიშნული კვლევის შედეგად მომზადდა კონცეპტუალური რეკომენდაციები იმის შესახებ თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე, გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს  გზის  პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე.

პროქტი ევროპის საინვესტიციო ბანკის „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ამავე  პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, დამატებით, თბილისის მერიისგან, გადმოცემულ ორ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს: ,,მზიურის“ ტერიტორიაზე მდ.ვერეს ხეობაში მონოლითური რკინაბეტონის კედლის მშენებლობას და მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების  (ცხაურების) მოწყობას.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სატენდერო დუკომენტაციის შეთანხმება  დონორ ორგანიზაციასთან.

13.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია