წყნეთი-ბეთანიის გზაზე გეოლოგიური კვლევევბი მიმდინარეობს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთითა და კოორდინაციით  წყნეთი-ბეთანიის გზის ჩაწყვეტილი ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გრუნტის გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.

კვლევის პროცესში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამონაწილეობით,  ამერიკელი ექსპერტები არიან ჩართული. ისინი გეოლოგიურ სამუშაოებს ქართველ სპეციელისტებთან ერთად უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებენ. 

აღნიშნული კვლევის შედეგი გაზაფხულზე გახდება ცნობილი და მის საფუძველზე გზის რეაბილიტაციის დეტალური პროექტი შემუშავდება. პროექტში  განსაზღვრული იქნება თუ რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის (სტაბილურობის) უზრუნველსაყოფად.  

01.02.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია