ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

A-/A+

დღეს, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11 კილომეტრიანი ბაში-დაფნარის მონაკვეთი გაიხსნა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ახალგზაზე გადაერთო.

ახალი საგზაო მონაკვეთი,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგიკვირიკაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგისეთურიძემ  და იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ გახსნეს.

ბაში-დაფნარის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის (24 კმ-იანი გზის)  9 კილომეტრიან და სამტრედია-გრიგოლეთის (11.5 კმ-იანი გზის)  2 კილომეტრიან (2 ზოლი) მონაკვეთებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი ბაშის კვანძიდან იწყება და არსებულ გზას დაფნართან უერთდება.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 9  კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგო  2 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, აშენდა 5 ხიდი და გზაგამტარი. სამშენებლო სამუშაოები, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს(JICA) დაფინანსებით კომპანია “TODINI Costruzion Generali SPA” TAKENAKA CIVIL ENGINEERING&CONSTUCTION CO. LTD“ -მა განახორციელა.  

სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის მოწყობას.  პროექტს  ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს. 

გზის აღნიშნული მონაკვეთის გახსნის შემდეგ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებებზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ქალაქ სამტრედიაში შესვლის გარეშე, გაცილებით სწრაფად და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, ახალ გზაზე გადართვა გაზრდის ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას,შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.

15.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია