შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენლებთან

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარჯავახიშვილი, მოადგილესთან თენგიზ შერგელაშვილთან ერთად,გერმანიის საელჩოს წარმომადგენელს კატარინა დერკონსა და GIZ-ის(გერმანული საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისთვის)სამხრეთ კავკასიის ბიუროს ახალ ხელმძღვანელს -  მერი შეფერსშეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა  ადგილობრივითვითმმართველობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე, წარმატებულად განხორციელებულ ერთობლივპროექტებსა და    სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.შეხვედრაზე  განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში GIZ-ის Gმიერსაქართველოში 2016 წელს  დაგეგმილი აქტივობები,  მუნიციპალური ადმინისტრირების მოდერნიზებისსაკითხები. საუბარი, ასევე,  შეეხო პროექტს, რომლის მიზანია ადგილობრივ თვითმმართველობებშისაზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების გაძლიერება და ფართოდ დანერგვა.

07.04.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია