შეხვედრა სამშენებლო კომპანიებთან

A-/A+

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.

შეხვედრის მიზანი კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაღრმავება გახლდათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვა წამყვანი სამშენებლო კომპანიების ხლმძღვანელი პირები საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2017 წელს, სხვადასხვა ტიპის  ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით მეტად ამბიციური და მასშტაბური გეგმა და აქტივობები აქვს დასახული, რომელთა ეფექტურად განხორციელების ერთ-ერთი საშუალება, სწორედ, სამშენებლო სექტორში მოღვაწე კომპანიებთან აქტიური დიალოგი და თანამშრომლობაა.

შეხვედრაზე მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

16.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია