შეხვედრა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის  წარმომადგენლებს შეხვდა.   შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, მინისტრის მოადგილე გალაქტიონ ბუაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე.   მხარეებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებსაც  სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკის  დაფინანსებით და მხარდაჭერით ახორციელებს.

როგორც  შეხვედრაზე აღინიშნა,  უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება 450 მილიონი ევროს ღირებულების დაფინანსების პაკეტს, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას მისცემს სამინისტროს.  აღნიშნული თანხა 50% -ით ზრდის ბანკის პორტფელს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია ბანკის პოზიტიური დამოკიდებულების დასტურად. 

08.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია