შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და EBRD-ის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-ის ახალ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის გამოწვევებსა და პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. 

13.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია