შეხვედრა დონორ ორგანიზაციებთან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვიარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, აღმოსავლეთ-დასავლეთის  E-60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთისმშენებლობა/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დონორთა კონფერენცია გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმ დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც  საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებენ. კერძოდ, შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიობანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, იაპონიის საელჩოს და იაპონიისსაერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე სამხრეთ კორეის რესპუბლიკისსტრატეგიისა და ფინანსთა სამინისტროს და სამხრეთ კორეის ექსიმბანკის წარმომადგენლები.

 ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი (მთლიანი სიგრძე 53 კმ.),  გეოლოგიური და ჰიდროლოგიურითვალსაზრისით აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალის ერთ-ერთ ურთულეს მონაკვეთს წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, უკვე ჩატარდა აღნიშნული მონაკვეთის კომპლექსურიტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.  შეხვედრის დროს განიხილეს გზის აღნიშნული მონაკვეთის შესწავლისშედეგად შერჩეული  მიმართულება. ასევე,  აღნიშნულ მშენებლობაასთან დაკავშირებული ტექნიკური დაფინანსური საკითხები.

29.01.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია