ქუთაისში წყლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიმ წყლისსაერთაშორისო დღე, 22 მარტი, ქუთაისში აღნიშნა.

დღესასწაულის ფარგლებში  მოეწყო  ფოტო გამოფენა, სადაც ასახულიიყო იმერეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში, წყალმომარაგებისსფეროში მიმდინარე და დასრულებული პროექტები. პარალელურად, ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, წყლისთემატიკაზე, ფოტოკონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულ კონკურსანტებსკომპანიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  ასევე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და მოეწყო მობილურილაბორატორია, რომლის საშუალებითაც ადგილზე მოხდა წყლის სინჯების აღება.

ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ასევე, სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, დონორი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  სტუმრებმა, ასევე, წყალმომარაგებისსისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. პროექტის პირველიფაზა, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა, აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობისდაფინანსებით მიმდინარეობს.  პროექტი  2013 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 30 მილიონ ლარზე მეტია. გარდა ამისა, ქუთაისში  სასმელი წყლის სისტემების მშენებლობის  მეორე ფაზაც ხორციელდება.  პროექტისღირებულება 86 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  საბოლოოდ მოწესრიგდებაქუთაისის სასმელი წყლის სისტემები და მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24 საათიანიწყალმომარაგებით.  

ქალაქში დაგეგმილია წყალარინების სისტემების მოწესრიგებაც, რომლისთვისაც, ევროპის საინვესტიციო ბანკმა100 მილიონი ევრო უკვე გამოყო.

22.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია