ქუთაისში თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

A-/A+

ქუთაისში საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით კონფერენცია ,,საქართველოს ქალაქები - ქვეყნის განვითარების მამოძრავებლები"გაიმართა. კონფერენციაზე თვითმმართველ ქალაქებს შორის ეკონომიკურ საკითხებში  თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.  

ღონისძიება ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გახსნა. სტუმრებსინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი დაიმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე მიესალმნენ. 
კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს შემდეგ თემებზე:ქალაქების როლი ეროვნულ და რეგიონულ განვითარებაში; მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა დაერთობლივი პროდუქტები. ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იქნა ქუთაისის განვითარების სტრატეგია.შეხვედრას დონორი ორგანიზაციები, საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალქის მერი და არასამთავრობოსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

13.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია