სტიქიის გამო 11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა გადაიდო

A-/A+

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის11 კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის  (ქუთაისის შემოვლითი - სამტრედის გზის 9 კილომეტრიანი და სამტრედია-გრიგოლეთის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნა სტიქიის გამო გადაიდო.

შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლებისწარმომადგენლები დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, დაზარალებულრეგიონებში, სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაშიჩავლენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში, ხოლო მინისტრის მოადგილეები აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევენ კოორდინაციას.

09.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია