საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

A-/A+

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსინფორმაციით, 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოშიმოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაცმეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს.აღნიშნული პროგნოზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკებისთავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში,საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. მოძრაობა აღდგება მასშემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტენციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისითგამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას

05.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია