საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გალაქტიონ ბუაძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს უხელმძღვანელებს. გალაქტიონ ბუაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად, პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 30 ნოემბრის #480  ბრძანების საფუძველზე დაინიშნა.

გალაქტიონ ბუაძე 2013-2016 წლებში მუშაობდა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ ფინანსურ დირექტორად. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები  საქართველოს სამრეწველო ჯგუფში,  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიაში. მუნიციპალური განვითარების ფონდში, მან  ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვალა.  თავად ბურჭულაძე ­ აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

04.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია