საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა საფარის მონასტერთან მისასვლელი  განახლებული გზა მოინახულა. აღსანიშნავია, რომ  7.2 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთის  რეაბილიტაცია, რომელზეც ასფალტის საფარი საერთოდ არ არსებობდა, დროზე 5 თვით ადრე დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით (3 349 000 ლარი),  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საფარის მონასტერი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხედან  დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებამდე მონასტერთან გრუნტის გზა მიდიოდა. წვიმიან ამინდში გზა იმდენად ტალახდებოდა, რომ ძეგლთან მისვლა, როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით შეუძლებელი ხდებოდა. 

პროექტის ფარგლებში  სარეაბილიტაციო მონაკვეთზე დაიგო 2 ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ბეტონის პარაპეტები და ლითონის თვალამრიდები, ჩატარდა გზის მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მონასტერთან მისვლა გაუმარტივდება, როგორც მრევლსა და სამონასტრო კომპლექსში მცხოვრებ ბერებს,  ასევე, ტურისტებს. 

 

20.10.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია