სამტრედიაში სტიქიისგან დაზიანებული ხიდი გაიხსნა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთისსახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთანერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტში ორი სოფლისდამაკავშირებელი, განახლებული ხიდი გახსნა.

ხიდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის  სოფლებს, ტოლებსა დაბუღნარას  აკავშირებს. ძველი არსებული ხიდი 2014 წელსწყალდიდობის შედეგად დაზიანდა. განახლებული ხიდით კი ორისოფლის 900-მდე მოსახლე ისარგებლებს. მნიშვნელოვანია, რომ ხიდი უმოკლესი დამაკავშირებელიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტთანაც.

პროექტი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 820 000 ლარია.

01.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია