სამინისტრო გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციული სისტემის გასაძლიერებლად მუშაობას იწყებს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურისსამინისტროში პროექტის „გამჭვირვალობისა და ანტიკორუფციულისისტემის გაძლიერება“ - ფარგლებში   პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  სამუშაო ჯგუფის შეხვედრას  ესწრებოდნენ საქართველოსრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრისმოადგილე ეკა სეფაშვილი, USAID-ის და ინფორმაციის თავისუფლებისგანვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები. პროექტი მიზნად ისახავს სამინისტროში მმართველობის პრინციპების გაუმჯობესებას, საჯარო ეთიკის დახვეწასა და კორუფციის პრევენციისთვის სტრატეგიის შემუშავებას. პროექტის ფარგლებში შემუშავდება ახალი სტანდარტები, რომელიც სამინისტროში ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობისგაზრდას უზრუნველყოფს.  

შეხვედრაზე განიხილეს პროექტით გათვალისწინებული მიზნები, ამოცანები და  ღონისძიებები. პროექტის ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს მთავრობის ღია მმართველობის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმას შეუერთდება.

პროექტი  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „დემოკრატიული მმართველობისინიციატივა" პროგრამის (USAID Good Governance Initiative in Georgia  (GGI) Project) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაწილეობით ხორციელდება.

 

29.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია