სამინისტროში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის 2019წლის სამუშაოების გეგმაზე იმსჯელეს

A-/A+

საქართველოს რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის შენება-რეაბილიტაციის 2019 წლის სამუშაოების გეგმის შემუშავებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპოპრტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ამავე სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმსჯელეს სასკოლო ინფრატრუქტურის მიმართულებით საქართველოს სახვადასხვა რეგიონში არსებული საჭიროებების შესახებ, განსაზღვრეს პრიორიტეტები და ერთობლივად დასახეს სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების 2019 წლის სამოქმედო გეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებული მთავრობის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების შედეგად, სასკოლო ინფრასტრუქტურის სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს - ადგილობრივი თვითმმართველობები.

12.10.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია