"საგზაო უსაფრთხოება საერთო გამოწვევა და პრობლემაა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ"

A-/A+

წელს პირველად, სპეციალურად საგზაო უსაფრთხოებისთვის, გამოვყავით დაახლოებით 9 მილიონი ლარი, რაც სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში, 70 კმ-მდე მონაკვეთზე, პრევენციულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე დაიხარჯება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც საგზაო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებზე იყო საუბარი.

„სამწუხაროდ, იქაც სადაც ახალი გზები შენდება ან ხდება რეაბილიტაცია, გვაქვს ძალიან სამწუხარო სტატისტიკა და ხშირ შემთხვევაში სწორედ გზის ხარისხი აძლევს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს გადააჭარბონ დაშვებულ სიჩქარეს. კარგად გვახსოვს ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ რამდენი ტრაგედიის მოწმე გავხდით. შარშან გადავწყვეტეთ, რომ დაგვეწყო უკვე ბიუჯეტის დაფინანსებით დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა და ამის მიზეზი მხოლოდ  ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაა. წელიწადში საშუალოდ 500 ადამიანის დაკარგვა და ძალიან ბევრი ადამიანისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, რა თქმა უნდა, საერთო გამოწვევა, საერთო პრობლემაა, რომელსაც ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ,“ აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.  

ვიცე-პრემიერმა სოციალური კამპანიების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ საზოგადოება საგზაო უსაფრთხოების პრობლემის გარშემო გააერთიანა.
 

16.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია