რუხის საავადმყოფოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სოფელ რუხშიმრავალპროფილური საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

220 ადგილიანი საავადმყოფოს შენობა 7 ბლოკისა და სხვადასხვა ტიპის საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობებისგან შედგება.  ამ დროისთვის, უკვე დასრულებულია ყველა ბლოკის მშენებლობა; გაკეთებულია სანტექნიკის, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სისტემები; მოწყობილია ვერტმფრენის დასაშვები მოედნის საფარი; დამთავრებულია შენობის გადახურვა და მიმდინარეობს ფასადისა და გარე პერიმეტრის მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

კლინიკის ტერიტორიაზე სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის მოეწყობა აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა.  ასევე, რეზიდენტებისთვის, კლინიკაში სამკურნალოდ ჩამოყვანილი პაციენტებისოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის 92-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი იფუნქციონირებს.

რუხის მრავალპროფილურ საუნივერსიტეტო საავადმყოფოს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს. მშენებლობაზე 154 ადმიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელია. 

კლინიკის ამოქმედების შემდეგ, რუხის და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს, სამედიცინო დახმარების მისაღებად, ზუგდიდშიჩასვლა აღარ მოუწევთ. გარდა ამისა, საავადმყოფო აფხაზეთიდან ჩამოსულ პაციენტებსაც მოემსახურება.

პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მილიონ 264 ათასი ლარი გამოიყო. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. 

25.10.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია