რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

A-/A+

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, საქართველოს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან  გიორგი შუხოშვილთან,  ქვემო ქართლის გუბერნატორთან, პაატა ხიზანაშვილთან და რუსთავის მერთან, დავით ჯიქიასთან ერთად  რუსთავის განახლებული ნაგავსაყრელი  დაათვალიერა. 

რუსთავის ნაგავსაყრელზე  ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი უჯრედის მოწყობის სამუშაოები ახლახანს დასრულდა. 

რუსთავის ძველ ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა, როგორც ადამიანების ჯანმრთელობას ასევე ეკოლოგიას. ნაგავსაყრელზე ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნიდან ყოველთვიურად დაახლოებით 2 957 ტონა ნარჩენი შედიოდა. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ  პროექტი,  გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, სახლემწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით  განახორციელა. 

14.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია