რეგიონული განვითარების პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

A-/A+

16 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებასაქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე, ევროკავშირსა დასაქართველოს მთავრობას შორის, 2014 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილისაფინანსო შეთანხმების (რეგიონული განვითარების მხარდაჭერა - ფაზაII) ფარგლებში მომზადებული  „2015-2017 წლების რეგიონულიგანვითარების პროგრამის“  წლიური ანგარიშის პროექტი დასტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განახლებული -  “რეგიონული უთანაბრობების ანალიზი” განიხილეს. 

„2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა“ რამდენიმე სამინისტროსა და უწყების პროგრამულ ღონისძიებათა ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში.  იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზშერგელაშვილი, ევროკავშირის მონიტორინგის ექსპერტი პიოტრ ჟუბერი, ექსპერტი კონორ კირნი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სხვა წარმომადგენლები.

17.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია