რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „მთის კანონის“საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა, ამჯერად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და გურიის რეგიონში ჩატარდა.   

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  თენგიზ შერგელაშვილი და მთის ეროვნული საბჭოს მდივანი ოთარ კონჯარია  სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისა და გურიის რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო  და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი. 

შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

21.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია