რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილეები დაინიშნენ

A-/A+

პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 28-29 ნოემბრის ბრძანებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ახალი მოადგილეები დაინიშნენ:

პირველი მოადგილე - ირაკლი მატკავა  - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და  საფრანგეთში, გრენობლის ბიზნეს სკოლაში მიიღო. გახლავთ  საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.  სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს  საგარეო ვაჭრობისა და  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და „ტონი ბლეარ ესოშიეითს“ უფროსი მრჩეველი, პროექტის ლიდერი.

მოადგილე - კახაბერ გულედანი - განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო მრეწველობის დაგეგმვის განხრით. სხვადასხვა დროს მუშაობდა:  საქართველოს ეროვნული ბანკში, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის მრჩევლის თანამდებობაზე,  „საქართველოს მეტროლოგიის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში პროექტის მენეჯერად და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

მოადგილე - გალაკტიონ  ბუაძე - დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სამრეწველო ჯგუფში,  „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში“ და სხვადახვა კერძო და საერთაშორისო კომპანიებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.

 

 

                                        

01.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია