რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „მთის კანონის“ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის კანონის ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს. შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება და მოსახლეობას საშუალება ექნება საჭირო ინფორმაცია სამინისტროს წარმომადგენლებისგან პირადად მიიღოს.

კამპანიის ფარგლებში პირველი  საინფორმაციო შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  თენგიზ შერგელაშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დუშეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და  ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და „საქართვეელოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ“ გააცნო.

შეხვედრაზე თენგიზ შერგელაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონით გათვალისწინებულ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებზე, სტატუსის მიღების წესზე. სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს, სადაც მათთვის საჭირო  და საინტერესო ინფორმაციაა წარმოდგენილი.

03.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია