რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა

A-/A+

”სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ სივრცითი მოწყობა იქნება, ამ მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი დღის წესრიგი არსებობს.  ასევე, სამინისტროს პრიორიტეტად დარჩება  თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  მიმართულებით მუშაობა. აქტიურად ჩავერთვები ამ გეგმების განხორციელებაში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე  მაია ცქიტიშვილმა  ზურაბ ალავიძე შეცვალა.  
სამთავრობო ცვლილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მაია ცქიტიშვილი 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე  მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

30.03.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია