ნოდარ ჯავახიშვილმა გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა სტიქიის შედეგად დაზარალებული გურიის რეგიონი მოინახულა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს. ძლიერი წვიმის შედეგად  რამდენიმე დღის წინ დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. გურიის ყველა მუნიციპალიტეტში დაზიანდა გზის საფარი. ობიექტების ნაწილზე მოძრაობა უკვე აღდგენილია, ნაწილზე, იქ სადაც ხიდებია წაღებული,  მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები, იწმინდება დამეწყრილი ადგილები.

ყველა ობიექტზე, სადაც მეტეოროლოგიური პირობები საშუალებას იძლევა, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.

13.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია