ნოდარ ჯავახიშვილი EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მოადგილეებთან ილია დარჩიაშვილთან და თენგიზ შერგელაშვილთან ერთად  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროსა და EBRD-ის ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს. განიხილეს სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო EBRD-ის ახალ სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებაში, მის გამოწვევებსა და პრიორიტეტებს რეგიონული და ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. 

15.04.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია