ნოდარ ჯავახიშვილი საფრანგეთის ახალ ელჩს შეხვდა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყოს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინფრასტრუქტურის  სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა,  საქართველოში ინვესტირებით არაერთი ფრანგული კომპანიაა დაინტერესებული, რაც მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სტუმარს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. საფრანგეთის ელჩის განსაკუთრებული დაინტერესება ტურისტულმა ინფრასტრუქტურამ და მასთან დაკავშირებულმა პროექტებმა გამოიწვია.   

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის  თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

22.03.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია