ნოდარ ჯავახიშვილი გურიის რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად უწევს კოორდინაციას

A-/A+

გურიაში უხვი ნალექით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი. მეწყერი ჩამოწვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში წაღებულია სახიდე გადასასვლელები და სავარგულები. გურიის ყველა მუნიციპალიტეტში დაზიანებულია გზის საფარი. ადგილზე იმყოფება რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მინისტრი პირადად უწევს კოორდინაციას სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს.

 

09.07.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია