ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს შეხვდა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’ სალივანმა, სამინისტროში გამართულ  შეხვედრაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB)  შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო  მიმდინარე  და უახლოესი მომავლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, დაისახა პრიორიტეტები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ დირექტორს თანამშრომლობისთვის და იმ პროექტების დაფინანსებისთვის, რომელიც ADB-ს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.    საუბარი, ასევე, შეეხო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების როლს  საქართველოს ეკონომიკური ბაზრის განვითარებაში.

როგორც აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აზიის ბანკი მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან  თანამშრომლობა და გაზარდოს ეფექტიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს.

26.02.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია