ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად,  ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა. ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა. რებილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები.  არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან  გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალაგარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.

ქუჩის განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებაა ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა, რაც, არსებულსაცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.  

პროექტის ღირებულება, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 698 556,21 ათასი ლარია.  აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის ოპერატიულობის შედეგად,  გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხერხდა. 

21.10.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია