მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე  პირველ მოადგილესთან, ირაკლი მატკავასთან ერთად  ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრი სტუმარს სამინისტროს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და პროექტების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ახალ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელსაც 2017 წელს ერთობლივად, ევროსტანდარტების შესაბამისად განახორციელებენ როგორც საგზაო უსაფრთხოებისა და რეგიონული თვითმმართველობების განვითარების, ისე რეგიონებში წყალმომარაგების გაუმჯობესების  მიმართულებით. 

ზურაბ ალავიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა კვლავ ნაყოფიერი იქნება. 

იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ევროკავშირის საქართველოს წარმომადგნლობის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ეს თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

15.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია