მინისტრის შეხვედრა საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებთან

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, მოადგილეებთან ერთად,  საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სამშენებლო სექტორისა და ბანკების ურთიერთობა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია იმ მსხვილი პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

სამინისტროსა და ასოციაციის წარმომადგენლებმა ასევე, ისაუბრეს ამ პროცესში არსებული პრობლემებსა და შემდგომი თანამშრომლობის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს პროცესში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალში მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები კვლავ გაიმართება.

21.12.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია