მდინარე თერგი ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდა

A-/A+

დარიალის ხეობაში ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, მდინარე თერგი კალაპალოტს დაუბრუნდა და  გზისაღდგენითი სამუშაოები დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე კოორდინაციას უწევენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე.

მობილიზებულია 40-მდე ერთეული  ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. 

23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხევიდან  მოვარდნილმა ღვარცოფმა  მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა.  მოვარდნილმა წყალმა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

29.06.2016

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია