მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება

A-/A+

რეგიონებში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გრძელდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  ამ მიზნით მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები  უკვე გამართა აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში. 
დღეს პროექტს კახეთში განიხილავენ, ხვალ კი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან გაიმართება. სტრატეგიის პრიორიტეტებს დისკუსიის მონაწილეებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი აცნობს.
მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიამ უახლოესი 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები უნდა განსაზღვროს, რომლის მიზანი მაღალმთიანი რეგიონების მდგრადი ეკონომიური განვითარებაა.
 

21.01.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია