მაია ცქიტიშვილმა და კონტრაქტორებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი,  კონტარაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“-ში შეხვდა.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები, საქვეუწყებო დაწესებულებების  ხელმძღვანელები და 42 კონტრაქტორი კომპანიის  წარმომადგენელი ესწრებოდა.

მინისტრმა და კომპანიების წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს, შეაფასეს კონტრაქტების პირობები და კრიტერიუმები. განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური საკითხები და იმსჯელეს, სრულდება თუ არა სამუშაოები ხარისხიანად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით. 

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ,   სამუშაო პროცესში კოორდინირებულ კომუნიკაციაზე კიდევ უფრო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. 

12.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია